სახალხო დამცველი წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლას იწყებს

სახალხო დამცველი წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლას იწყებს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლომჯარიას თქმით, ეს შეეხება როგორც სავარაუდო ზეწოლის, იძულების ფაქტებს, სამსახურიდან გათავისუფლების, ასევე – მოსყიდვის თუ ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს. მისივე თქმით, ფიზიკური ანგარიშსწორების ერთერთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება საკორდინაციო შეხვედრა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და, რა თქმა უნდა, თითოეული ფაქტი იქნება ჩვენ მიერ შესწავლილი, აღრიცხული და, საბოლოოდ, შეფასებული წინა საარჩევნო კამპანიის ჭრილში.

ასევე, სავარაუდო შემთხვევა, როგორც აცხადებენ, პირადი ცხოვრებით შანტაჟის. თუმცა ვფიქრობ, რომ იქნება მრავლად და სახალხო დამცველი ეცდება, ეფექტური და დროული რეაგირების მექანიზმი ჰქონდეს ამ ფაქტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები