ირაკლი ჩიქოვანმა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებს გეგმები გააცნო

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა, დღეს შეხვედრა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებთან გამართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მათ ზუგდიდის უფრო მეტად განვითარების ხედვა გააცნო. კომუნიკაციის დამყარებაში ირაკლი ჩიქოვანს ჟესტური ენის სპეციალისტი დაეხმარა. ეს კავშირი 100-ზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს.
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ მათი უფლებების დაცვის გაძლიერებას ემსახურება ახალი შშმ უფლებების კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე სახელმწიფოს მიერ ქართული ჟესტური ენის აღიარებაა, რომელიც სახელმწიფო დონეზე მოხდა პირველად ქვეყნის ისტორიაში”,-აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.
​ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც მთავრობამ, კორონავირუსის პანდემიის დროს, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაუწია ამ ადამიანებს.
“აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს შშმ პირებისთვის. შშმ პირები აქტიურად არიან ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.
​მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა შშმ პირების მიმართ. ამის დასტური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოა, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს”,-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები