ამირან გამყრელიძე: როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიღაცას ნიღაბი არ უკეთია, კეთილი ვინებოთ და შენიშვნა მივცეთ

“ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ უნდა გვაკონტროლოს. როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ უკეთია ვიღაცას ნიღაბი ან სწორად არ უკეთია, კეთილი ვინებოთ და შენიშვნა მივცეთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ მიჩვეულნი ვართ, რომ ვიღაცამ უნდა გვაკონტროლოს. აი, ერთმანეთი უნდა ვაკონტროლოთ და ერთმანეთს უნდა მივცეთ გარკვეული შენიშვნა, როცა თქვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბრძანდებით და არ უკეთია ვიღაცას ნიღაბი ან სწორად არ უკეთია, კეთილი ვინებოთ და მივცეთ ეს შენიშვნა. ეს არ არის შენიშვნა, რეკომენდაციაა. ჩვენ გვგონია, რომ ვიღაცა შოლტით უნდა დაგვადგეს და, გინდა თუ არა, ამას რატომ არ ასრულებ. ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს, სულ ამას ვსაუბრობთ, რომ კორონავირუსული ინფექცია ხვალ, ზეგ, ორი და სამი თვის შემდეგ არ გაქრება, ის ჩვენთან ერთად იქნება. დაცვის ერთადერთი  საშუალება არის ნიღაბი, დისტანცია, ხელების დაბანა. არავის ეხალისება, რომ ქორწილი, რომელიც ყველას ეხალისება და ერთხელ ხდება და ეს აკრძალო, მაგრამ ამ პანდემიის პერიოდში ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ერთ წელს მოვითმინოთ. დიდი თავშეყრები არის ყველაზე მაღალი რისკი. იმ დიდი თავშეყრიდან უკვე 8 შემთხვევაა, კიდევ რამდენი იქნება, არ ვიცი. მე გუშინ ჩვენს ქსელში დავაგზავნე ცირკულარი, რომ ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ ყველასთვის. ყველა ჩემი თანამშრომელი კვირაში ერთხელ უნდა გაიტესტოს იმიტომ, რომ ჩვენ მაღალი რისკის ადამიანები ვართ. ბათუმიდან და მესტიიდან რომ წამოვედი, ტესტი ჩავიტარე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები