მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ხუთი ათეულიც რომ იყოს, ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება

“კორონავირუსით ინფიცირების სამი ათეული, ოთხი ათეული თუ ხუთი ათეული არის ის მონაცემები, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება და სერიოზული გარდაქმნები არ დასჭირდება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა რიცხვის შემცირების პერიოდშიც სიფხიზლე და რეგულაციების მკაცრად დაცვა საჭიროა.

„ასეთი მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამ მონაცემებს ვერ გაუმკლავდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე მეტი რაოდენობა არ განვითარდეს. სამი ათეული, ოთხი ათეული თუ ხუთი ათეული არის ის მონაცემები, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება და არ დასჭირდება სერიოზული გარდაქმნები. უბრალოდ, საუბარი მიდის იმაზე, რომ არსებული მატების გამო რეგულაციები შესრულდეს და თუ არ სრულდება, მის კონტროლსა და აღსრულებაზე უნდა იყოს სიმკაცრე გამოვლენილი.

მონაცემთა შემცირების პერიოდშიც არ უნდა მოგვიდუნდეს სიფხიზლე. ჩვენი ცხოვრების წესი კორონავირუსთან დაკავშირებით, უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად რეგულაციების აღსრულებას ითხოვს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები