ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 536 დადასტურებული შემთხვევაა.

კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ.ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამჟამად გუდაუთის კლინიკაში 48 პაციენტი მკურნალობს, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა, 10-ის – საშუალო სიმძიმის.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსის დამარცხება სულ 158-მა პირმა შეძლო, 5 ადამიანი გაირდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები