“ბრალდებულებმა არა მხოლოდ ტანსაცმელზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაცია”, – ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
პროკურორის თქმით, აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა გამოძიებას მოუსპეს შესაძლებლობა, რომ მტკიცებულებები მოეპოვებინათ.
„ბრალდებულებს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და როდესაც მათგან ნიმუშები ავიღეთ, ფრჩხილები, ფაქტობრივად, ყველას ჰქონდა დაჭრილი. ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოებში, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ტანსაცმელზე მათ უკვე იცოდნენ წინასწარვე, რომ არანაირი კვალი იქნებოდა. მათ არა მხოლოდ ტანსაცმელსა და უშუალოდ თავის სხეულზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაციები და ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელიც მათ ხელთ იყო იმ დროისთვის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათ წაშალეს და გამოძიებას მოუსპეს შესაძლებლობა, ეს მტკიცებულებები მოეპოვებინათ”, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.