მარინა ეზუგბაია: დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება
“ეპიდემიის პერიოდში, ქვეყანაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა პირველად დადასტურდა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება.
“ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა, ანუ ინცინდენტობა 100 000 მოსახლეზე გახლავთ 8. მართალია, ამ მაჩვენებლით ქვეყანა, ჯერჯერობით, მწვანე ზონაშია, რადგან 10-ზე ნაკლებია ინციდენტობა, მაგრამ ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.