თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: დრონის კადრებში შემთხვევის ადგილი არაა დაფიქსირებული

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობის საქმეში არსებულ დრონით გადაღებულ ვიდეომასალას გაეცნო.

რამიშვილის თქმით, ვიდეომასალაში გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული.

“ჩანაწერები არის გაკეთებული 19 ივლისიდან 21 ივლისამდე. სულ არის გაკეთებული 9 ჩანაწერი. გადაღებულია 62 სურათი. ყველაზე დიდი მასალა არის 21-წუთიანი. შემთხვევის ადგილას მიახლოებითაც კი არ არის ტერიტორია დაფიქსირებული. გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული, გაურკვეველი ტყე, რკინიგზის ტერიტორია. არ ვიცი, სად ახორციელებდა თეთრიწყაროს პოლიცია დრონის გადაღებებს და სად ახორციელებდნენ სამძებრო სამუშაოებს, ჩემთვის გაუგებარია. მივყვებით ახლა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას, ჩვენებების გაცნობას და ველოდები სატელიტიდან სურათებს 18-22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე გადაცემული კოორდინატებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდეს, იდგა თუ არა იქ თამარის ავტომობილი”, – განაცხადა რამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები