დღეს, შტორმის გამო, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე ზღვაში ბანაობა აიკრძალა

დღეს, 7 სექტემბერს შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 3-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებაშია აღნიშნული.

“დღეს, 7 სექტემბერს შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 3-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.
გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში.
შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები