ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს, მარინა ჩოლოიანს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად.
15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.