მირიან ნიკოლაძე – ფარულ ჩანაწერზე: მიდით, გაათეთრეთ მკვლელები, თქვე ნაგვებო, დღეის შემდეგ ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მედიაში ბრალდებულების საპატიმრო საკნებში დამონტაჟებული ფარული ვიდეოჩანაწერი ვრცელდება, სადაც დაკავებული არასრულწლოვანი  – ზ.ხ. თანამესაკნესთან საუბარში  აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს გაუსწორდება.

გარდა ამისა, ზ.ხ. გარკვეულ დეტალებზეც საუბრობს.

აღნიშნულ საკითხს “ფეისბუქზე” მირიან ნიკოლაძე გამოეხმაურა.

“ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ „უდანაშაულო ანგელოზები“ სხედან ციხეში. ჩვენზე მეტად მგლოვიარეები და ობიექტურები ხომ იყავით და ახლა რევაზიშვილსა და ხომასურიძეს შეეჯიბრეთ მკვლელობის დეტალების ცოდნაში, აბა, თქვენ იცით.

რევაზიშვილი: მე იმის მეშინოდა, ჩვენი დნმ-ი არ ამოსულიყო ჩანთაზე. თორემ პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა და აღარაფერი გვეშველებოდაო“.

არასრულწლოვანი ზ.ხ. გიორგის ცემასა და მკვლელობაზე – „ვეხვეწებოდი ჩემებს, დაანებეთ თავი, მაგრამ არ ჩერდებოდნენო“.
მუქარებზე, სამომავლო დანაშაულებსა და ანგარიშსწორებებზე აღარაფერს ვამბობ. მიდით, გაათეთრეთ მკვლელები, თქვე ნაგვებო. დღეის შემდეგ ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ”, – წერს ნიკოლაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები