მარინა ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 9 საკონდიტრო „დონას“, 8 ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ერთი “ავერსის” თანამშრომელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან ცხრა კაფე-საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება, რვა ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, ერთი რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია.

კოვიდინფექცია დადასტურდა 25 პაციენტთან. მათგან ცხრა არის ცნობილი „დონას“ კლასტერიდან, რვა ინფიცირებულებთან კონტაქტია, აქედან სამი იმპორტირებული შემთხვევაა, მათ შორის ერთი სატვირთოს მძღოლია. ერთი რუსთავის „ავერსის“ თანამშრომელია, ერთი შემთხვევა გვაქვს მხოლოდ, რომელზეც არ არის დადასტურებული კერა და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები