შვედეთში ქართული ქვევრის მარანი გაიხსნა

შვედეთის სამეფოს სამხრეთ რეგიონ სკონეში, ვეიბის ვენახში „ქართული ქვევრის მარანი” საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებაზე შესავალი სიტყვით მარანის მეპატრონე – იეპე აპელინი წარდგა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით, ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც მსოფლიოში ღვინის მწარმოებელ უძველეს ქვეყანას.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს ელჩმა შვედეთის სამეფოში, მალხაზ კაკაბაძემ და შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჰანს ვოლმარკმა მიმართეს.
საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ისტორიაზე, კულტურასა და ღვინის დამზადების მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე ისაუბრა.
შვედეთის პარლამენტის წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა საქართველო-შვედეთის ურთიერთობებზე, საქართველოს როლზე რეგიონში, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ქვევრში დამზადებული ღვინითა და ქართული ტრადიციული კერძებით.
ღონისძიების ფარგლებში, ქართული საგალობლები შეასრულა სტოკჰოლმის წმინდა გიორგის სამრევლოს მგალობელთა გუნდმა – თემურ პოტასკაევის ხელმძღვანლობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები