ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში “მდელოს ფარვანას” საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება

სურსათის ეროვნული სააგენტო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მავნებელი მწერის – „მდელოს ფარვანას”  საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს.
სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა, პირველ ეტაპზე, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებს  ნინიგორისა და ბაისუბნის თემში შემავალი სოფლების ტერიტორიას, სადაც მავნებლის რიცხოვნობა მაღალია.
სეს-ის ინფორმაციით, მავნებლის გამოჩენისთანავე, სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა მონიტორინგი ჩაატარეს, რომლის შედეგების გათვალისწინებით უკვე დაიგეგმა ღონისძიებები.
„მდელოს ფარვანა” მრავალი წლის განმავლობაში გავრცელებულია საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა, პერიოდულად, გამრავლებისა და რიცხოვნობის მკვეთრი გაზრდა ახასიათებს, რაზეც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
იგი პოლიფაგი მწერია, რომელიც იკვებება და აზიანებს სხვადასხვა სახის მცენარესა და სასოფლო-სამეურნეო კულტურას, განსაკუთრებულ ზიანს ერთწლიან მარცვლოვან კულტურებს აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები