შტატიანი და უშტატო სახელმწიფო მოხელეების ანაზღაურებამ 868.5 მილიონს მიაღწია

სახელმწიფო აპარატის (შტატიანისა და უშტატოს) შენახვა გადასახადის გადამხდელებს 2020 წლის პირველ ნახევარში 868.5 მილიონი ლარი დაუჯდათ.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის მიხედვით, იმ საჯარო მოხელეების ანაზღაურებამ, რომლებიც უშტატოდ არიან დასაქმებულნი, 125.9 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება შტატში მყოფთა ჯამურ ანაზღაურებას – შესრულებილი სამუშაოს სანაცვლოდ, მათ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში 742.6 მილიონი ლარი გამოიმუშავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები