ნიკოლოზ მეტრეველი: ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილზე და მის ოჯახზე შეტევის მორიგი ტალღა წამოიწყო, მეთოდები კვლავაც უცვლელია

,,ნაციონალურმა მოძრაობამ”, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილზე და მის ოჯახზე შეტევის მორიგი ტალღა წამოიწყო, მეთოდები კვლავაც უცვლელია,”- ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

მეტრეველი ნიკა გვარამიას მიერ საკუთარ ,,ფეისბუკგვერდზე” ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ,,ფეიკ ნიუსს” გამოეხმაურა.

,,ნაციონალური მოძრაობის” ორივე განაყოფის გაკოტრებული შაპიტოს მუდმივი კონფერანსიე გვარამიას ახალი სიბინძურის ლუსტრაცია, რომელიც ამჟამად ბერა ივანიშვილის მიმართ გადმოანთხიეს, ყველაზე მარტივად ბერას ინტერვიუს წაკითხვით შეიძლება. მე მხოლოდ ამ ინტერვიუს ერთ ასპექტს შევეხები.
„მამაჩემს შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ეცხოვრა. ნებისმიერ დონეზე, რასაც თავად მოისურვებდა. პოლიტიკური საქმიანობის არჩევით, შესაძლოა ყველაფერი დაეკარგა. კარგი ოჯახი და გარემოცვა შესანიშნავია, მაგრამ როდესაც შენი ქვეყანა ცუდ დღეშია, ბედნიერი ვერ იქნები” წერს ბერა. სრული უფლებით ზუსტად იგივე შეუძლია თავის თავზე თქვას ბერამაც და ამ ოჯახის ნებისმიერმა წევრმაც. ივანიშვილების ოჯახი, რომელიც საქართველოსთვის მძიმე პერიოდში ქვეყანას გვერდში ედგა ჯერ ეკონომიკურად, შემდეგ კი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო და ბინძური რეჟიმის უსისხლოდ დასრულებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა, კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სამსახურს.
ამ და სხვა სიბინძურეებს კი მორიგი პასუხი ოქტომბრის არჩევნებში გაეცემა,”- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები