ომბუდსმენი ბაჩალიაშვილის საქმეზე: FBI-ის მზაობა არ აქვს და არ არის მათი კომპეტენცია, სხვა ქვეყანაში გამოძიებაში ჩაერთოს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განმარტებით, მას გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ FBI-ს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით მზაობა არ აქვს.

მისივე თქმით, როგორც გენერალური პროკურორი აცხადებს, მათ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში “ფეისბუქისა’ და “გუგლისთვის აქვთ მიმართული.

„რა თქმა უნდა, FBI-ს ჩართვასთან დაკავშირებითაც დავსვით შეკითხვა. როგორც პროკურატურაში განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესა და თანამშრომლობის შესაძლებლობასთან. როგორც გენერალურმა პროკურორმა თქვა, იყო FBI- ს ჩართვის საკითხზე საუბარი და პოზიციების გაცვლა. FBI აცხადებს, რომ არ არის მათი კომპეტენცია, ჩაერთოს გამოძიებაში სხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე, როგორც მე მითხრეს, FBI-ს ეს მზაობა არ აქვს. თუმცა როგორც გენერალური პროკურორი აცხადებს, მათ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აქვთ მიმართული “ფეისბუქისა” და “გუგლისთვის”, – განცხადა ლომჯარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები