გოგა ჩანადირი ფილმ “ცხინვალი 1920”-ზე: როგორც იქნა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც რუსული ყალბი, პროპაგანდისტული ამბების მეცნიერულად, ისტორიული ფაქტებით განეიტრალება დაიწყეს

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ფილმ “ცხინვალი 1920-ის” გადაღების იდეას ეხმაურება.

მისი თქმით, საქმე ეხება 1920 წლის რუსეთიდან წაქეზებულ ბოლშევიკურ აჯანყებას საქართველოს წინააღმდეგ სამაჩაბლოში. რუსეთი ამ ამბის ოსთა გენოციდად წარმოჩენას ცდილობს, რითაც საქართველოს დამნაშავედ დასახელება სურს.

“როგორც იქნა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც რუსული ყალბი, პროპაგანდისტული ამბების მეცნიერულად, ისტორიული ფაქტებით განეიტრალება დაიწყეს.

საქმე ეხება 1920 წლის რუსეთიდან წაქეზებულ ბოლშევიკურ აჯანყებას საქართველოს წინააღმდეგ სამაჩაბლოში. რუსეთი ამ ამბის ოსთა გენოციდად წარმოჩენას ცდილობს, რითაც სეპარატისტული ცხინვალის რეჟიმის გამართლება და საქართველოს დამნაშავედ დასახელება სურს.

ოკუპანტები ამ ამბავს უძღვნიან წერილებს, ფილმებს, სატელევიზო გადაცემებს. მოკლედ, ყალბ შთაბეჭდილებას ქმნიან. 2008 წლის ომის არ იყოს, როდესაც რუსეთის ყველა ტელევიზია ერთხმად იტყუებოდა იმის თაობაზე, თითქოსდა, ქართველებმა ერთ ღამეში ცხინვალში 2000 მშვიდობიანი მოქალაქე ამოხოცეს.

მოკლედ, ჩვენი მეცნიერები და მკვლევარები ფილმს მალე დაასრულებენ. გამოყენებული იქნება უტყუარი საბუთები და შესაბამისი პასუხი გაეცემა რუსულ თაღლითურ პროპაგანდას.

კარგი იქნება, თუ ფილმი რამდენიმე ენაზე ითარგმნება, მათ შორის, რუსულადაც და ყველამ გავაზიაროთ.
გადამღებ ჯგუფში არიან: მიხეილ ბასილაძე, დიმიტრი სილაქაძე, დავით ბრაგვაძე და დავით ხვადაგიანი.
მინდა, მათ სიმართლის დადგენაში მხარდაჭერა გამოვუცხადო. კარგი იქნება, პუტინწამგლეჯის შარშანდელ ბრიყვულ განცხადებასაც სათანადოდ თუ ვუპასუხებთ, მეცნიერულად, ფაქტებით”, – წერს გოგა ჩანადირი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები