გიორგი გახარია: ახალი კომპონენტი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში, არასტანდარტულ ვაშლში 10 თეთრის ნაცვლად ფერმერი 22 თეთრს მიიღებს

“ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა განვიხილოთ დღეს, რაც მიმართულია ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად. მოგეხსენებათ, რომ წელს შესანიშნავი მოსავალი გვქონდა ატმის, რომელმაც რეკორდულ ექსპორტულ ციფრებს მიაღწია და წელს საქართველოდან 23 000 ტონაზე მეტი ატამი იყო ექსპორტირებული, რაც 10 000-ით აღემატება შარშანდელ მონაცემებს, როგორც ჩანს წელს ასევე, უხვი მოსავალი გვექნება ვაშლის, დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი, რაც არიოს 120 000 ტონა დაახლოებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დანერგე მომავალი და სხვადასხვა პროგრამის საშუალებით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განახლდეს და ევროპული სტანდარტის მრავალწლოვანი ბაღები გაჩნდნენ საქართველოსი, მაინც ჯერ კიდევ დიდია არასტანდარტული მოსავლის რაოდენობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი კილოგრამი მოსავალი მაინც დაუბინავებელი უნდა დარჩეს, ამიტომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემსყიდველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, არ დარჩეს არცერთი ვაშლი შეუსყიდავი, რაც გულისხმობს სუბსიდირებას. ეს პროგრამა, რომ არ ყოფილიყო კილოგრამი ვაშლის ფასი დაახლოებით 10 თეთრი იქნებოდა, რამეთუ საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი დაეცა, ამ პროგრამის საშუალებით ნებისმიერი გლეხი და ფერმერი, არასტანდარტულ ვაშლში მიიღებს მინიმუმ 22 თეთრს, რაც არის სერიოზული მხარდაჭერა კრიზისის პირობებში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები