თბილისში „ნიკორას“ მაღაზიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან ორი სასურსათო მაღაზია „ნიკორას“ თანამშრომელია.

მისივე თქმით, მაღაზიამ შესაბამისი ზომები უკვე მიიღო.

„კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 არის „დონას“ კლასტერი, შვიდი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ოთხი შემოტანილია, აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხუთ შემთხვვევაზე მიმდინარეობდა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ორი არის სწორედ ერთერთი სასურსათე მაღაზიის თანამშრომელი. ეს მაღაზია არის „ნიკორა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები