აშშ-ის საელჩომ ქართულ მხარეს საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცა (ვიდეო)

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ქართულ მხარეს საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე გაიმართა.

„საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო თამშრომლობს ელექტრონული დაკვირვების სისტემებისა და კომუნიკაციების შესაძლებლობების გასავითარებლად.

აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატში, აშშ-ის მხრიდან განხორციელდა ელექტრონული დაკვირვების სისტემებისა და საკომუნიკაციო საშუალებების გადმოცემა, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერებას მოემსახურება“, -აღნიშნა საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით მახარაძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურისააგენტო და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) 2016 წლიდან თანამშრომლობენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობების გასავითარებლად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები