სუს-ის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – 38 პირი კარანტინში იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
აღნიშნულ ფაქტს უწყებაში ადასტურებენ და აცხადებენ,​ რომ სამსახურის 38 თანამშრომელი კარანტინში იმყოფება. მათივე ინფორმაციით, შენობაში უკვე ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები.

„ტესტირება ჩაუტარდა ყველას, ვინც შემხებლობაში იყო ინფიცირებულთან. ინფიცირებულია ერთერთი დეპარტამენტის რიგითი თანამშრომელი. სამსახურის 38 თანამშრომელი  კარანტინში იმყოფება“, – განაცხადეს სუს-ში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები