ხობში ამბულატორიების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონისა და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, ამბულატორიების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სასოფლო ამბულატორიების რეაბილიტაციაზე 117239 ლარი დაიხარჯება და ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულ გარემოში სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა ექნება.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – ვარაზ გაბედავამ დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები