თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს სამხედრო ჰოსპიტლის დავალიანება ჩამოეწერებათ

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანდაზმული დავალიანება (სამი და მეტი წელი) აქვთ, 1 მლნ 600 ათასი ლარი ჩამოეწერებათ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 1000-მდე ადამიანს შეადგენს.

“მოგახსენებთ, რომ სამხედრო ჰოსპიტალი უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო მოქალაქეებს ჰოსპიტალი დაფუძნების დღიდან ფასიან სამედიცინო სერვისს სთავაზობს. სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და აქვს მომსახურების მაღალი ხარისხი, შესაბამისად, მოქალაქეები ჰოსპიტალს სამედიცინო მომსახურებისთვის ხშირად მიმართავენ. ცხადია, აღნიშნული მომსახურება გარკვეულ ფინანსურ უზრუნველყოფას მოითხოვს და ჰოსპიტალი შემოსავლებს პაციენტებისაგან იღებს. ჰოსპიტლის მიმართ ჯერ კიდევ 2009 წლიდან მოქალქეების გარკვეულ რაოდენობას, რომლებსაც ჰოსპიტლის მომსახურება აქვთ, მიღებული დავალიანება ჩამოეწერებათ”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები