მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე არის „ნაცმოძრაობის” გუნდის ერთერთი ჩვეულებრივი წარმომადგენელი და ისეთივე თანამონაწილე იმ დანაშაულებისა და იმ რუსული საქმისა, როგორც – ყველა სხვა დანარჩენი ლიდერი „ნაცმოძრაობიდან”.

„სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა, რა შევუკვეთეთ – რა ჩამოვიდა. მე მგონი, კომენტარი არ არის ამაზე საჭირო, უნდა მოვუსმინოთ. მე მოვუწოდებ ყველა ამომრჩეველს, ტრაბზონში იყო თუ არ ვცდები, თურქეთიდან რომ შემოდიოდა ეს ადამიანი, ტელე თუ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ის ნახოს და მე ვფიქრობ, შემდეგ ლევან ვარშალომიძის შანსებზე აჭარაში კომენტარიც აღარ იქნება საჭირო”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მოუწოდებს „ნაცმოძრაობის” ყველა წარმომადგენელს, რომ როდესაც რუსულ საქმეზე ლაპარაკობენ – პასუხი გასცენ კითხვას, თუ რატომ დაუჭირა მათმა პარტიამ მხარი ქართველი ჯარისკაცების მიერ ვითომ ომის დაწყებას, რატომ დაუშვეს ეს და რატომ დაუჭირეს მხარი თითქოს რუსული შეტევა იყო საპასუხო.

„ამაზე დიდი ღალატი საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა, ათ წელს მალეს ეს ამბავი და ბოლოს მაინც გამოჩნდა. და დღეს, როდესაც რუსულ თემაზე ლაპარაკობენ, პირველ ყოვლისა, იმ სტრატეგიულ გაყიდულ ობიექტებს რომ თავი დავანებოთ, სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით რუსეთის მხარდაჭერას თავი რომ დავანებოთ, მის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და ა. შ. რატომ დაუჭირეს მხარი იმ ტყუილ მოცემულობას მხარი, სადაც ეწერა, თითქოს ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი. ეს არის პირველი კითხვა, რომლის გავლით უნდა ილაპარაკონ შემდეგ ყველა თემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები