საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1487 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1240-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები