ამირან გამყრელიძე: ლენჯერის თემში ინტენსიური ტესტირება კვლავ გრძელდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტი, ქობულეთი, ყაზბეგი და გარდაბანი ქვეყანაში კვლავ საყურადღბო ადგილად რჩება.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ორი სექტემბრიდან დაბა მესტიასა და ლენჯერის თემში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება, თუმცა ლენჯერის თემში ინტენსიური „პისიარ“ ტესტირება კვლავ გაგრძელდება.
„ცხელი წერტილები ქვეყანაში, უფრო სწორად საყურდღებო ასე ვიტყოდი, არის მესტიის მუნიციპალიტეტი, ქობილეთთან დაკავშირებული შემთხვევევბი, ყაზბეგთან დაკავშირებული შემთხვევები, გარდაბანი. მესტიის მუნიციპალიტეტში გაქვს 72 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 36 უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი, დარჩენილი 36 მესტიის მუნიციპალიტეტის გარეთ, რომლებიც მესტიაში დადასტურებული შემთხვევების მეორეული და მესამეული კონტაქტებია. აქედან განსაკუთრებით ლენჯერის თემია გამოკვეთილი. მესტიაში დაახლოებით 600-მდე ადამიანმა დატოვა საკარანტინო სივრცე. 2 სექტემბერს მთავრდება მთლიანად საკარანტინო ვადა და გადაწყვეტილება იქნა მიღებული დღეს საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომ დაბა მესტია და ლენჯერის თემი გაიხნება, ოღონდ ლენჯერის თემში ინტენსიური ტესტირება კვლავ გრძელდება. სოფელში 600-მდე ადამიანი ცხოვრობს და ყველა მათგანი ტესტირებული უნდა იქნას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.