ამირან გამყრელიძე: შესაძლებელია, შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცონ კოვიდის რამდენიმე ვაქცინა

„კოვიდის“ ვაქცინის წარმოება ფინალურ ეტაპზე შედის, შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცონ რამდენიმე ვაქცინა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო „კოვიდის“ ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.

„საკოორდინაციო საბჭოზე ვიმსჯელეთ ვაქცინაციის შესახებ. „კოვიდის“ ვაქცინის წარმოება ფინალურ ეტაპზე შედის, ცხრამდე ვაქცინა კლინიკურ კვლევებს გადის, აქედან სამი მესამე ფაზის კვლევებშია და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცონ რამდენიმე ვაქცინა. ორგანიზაციის „ვაქცინების გლობალური ალიანსი“ კოორდინაციით მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნებთან ვაქცინის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველო, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საგარეო და ფინანსთა სამინისტროები. არის გარკვეული პირობები, თუ რა ეტაპები უნდა გავიაროთ ვაქცინის მისაღებ განაცხადთან დაკავშირებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები