მესტიის მუნიციპალიტეტში 14-21 აგვისტოს პერიოდში 401 ობიექტი შემოწმდა

14-21 აგვისტოს, შრომის ინსპექციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული ბიზნესოპერატორები შეამოწმეს. სულ 401 ობიექტი შემოწმდა.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, იმ ობიექტებს, სადაც ხარვეზები გამოვლინდა, შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ.

მათივე ცნობით, სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება მიზნად ისახავს ეკონომიკური აქტივობის მომზადებას მდგრადი გახსნისთვის ისევე, როგორც ატარებს პრევენციულ ფუნქციას – დასაქმებულთა და მოქალაქეთა ვირუსისგან დაცვას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები