პროკურატურამ ამბროლაურში მომხდარ, განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი.ქ.-სა და ვ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ღამის საათებში ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვით მოკლეს ლ.ა. სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს.

მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ.

პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები