მიხეილ რამიშვილი: სხვა პირებთან ერთად, გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის კლასელებსაც დაკითხავს

“პროკურატურაში დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო დამატებით მოწმეების დაკითხვაზე”,- ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა პირებთან ერთად გამოძიება ბაჩალიაშვილის კლასელებსაც დაკითხავს.

„პროკურატურაში დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო დამატებით მოწმეების დაკითხვაზე. შესაბამისად, ყველა ის პირი, რომელიც დაკითხული იყო და დაუზუსტებლად არის განხორციელებული მათი დაკითხვები და ძალიან ბუნდოვანია მათ მიერ მიცემული ჩვენებები, მოხდება მათი დაკითხვა ხელმეორედ. გარდა ამისა, იქნება ბევრი საგამოძიებო მოქმედება. მოხდება გამოკითხვა გარკვეული დამატებითი პირების. არიან პირები, ვინც უკვე მოძიებულები არიან ჩემს მიერ და ეს ადამიანებიც გამოიკითხებიან, თამუნას კლასელებიც დაიკითხებიან”,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები