თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი თბილისის პროკურატურაში მივიდნენ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში მივიდნენ.

როგორც მიხეილ რამიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებაში მისვლის მიზეზი საქმის დეტალების გაცნობა და კითხვებზე პასუხის მიღებაა.

„ვეცნობით საქმის დეტალებს და კითხვებთან დაკავშირებით ველოდებით პასუხებს. ჩვენ ჩვენს პოზიციებს ყოველთვის ვამყარებთ იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულ ჩვენებებთან დაკავშირებით ველოდებით რა ქმედებებს განახორციელებს გამოძიება.

ადამიანების ნაწილის ჩვენებები ძალიან ზოგადია და ვითხოვთ მათ ხელახლა დაკითხვას. მათი ჩვენებები საქმესთან მიმართებაში დაუზუსტებელია. ესენი არიან მწყემსის შვილი და გარკვეული პირები, რომლებსაც არ დავაკონკრეტებ”, -განაცხადა რამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები