სამოქალაქო გმირობის კიდევ ერთი მაგალითი – თავდაცვის ძალების ოფიცერმა, კაპიტანმა გიორგი ქავთარაძემ ორი მოქალაქე გადაარჩინა

ქართველი მოსახლეობა თავდაცვის ძალების მხრიდან სამოქალაქო გმორობის კიდევ ერთი მაგალითის მომსწრე გახდა.

თავდაცვის ძალების ოფიცერმა, კაპიტანმა გიორგი ქავთარაძემ აბაშა-სენაკის გზაზე ავარიის შედეგად დაზარალებული ორი მოქალაქე გადაარჩინა.

შეჯახების შედეგად დაზარალებული ქალი და მამაკაცი მან მანქანიდან ეტაპობრივად გადმოიყვანა და პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. დაზარალებულ მამაკაცს კაპიტანმა ქავთარაძემ ვენური სისხლდენა შეუჩერა და ჭრილობები შეუხვია, ქალს კი სასუნთქი არხი გაუხსნა, რითაც ის სიკვდილს გადაარჩინა. მოგვიანებით, ორივე დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია, რომ კაპიტანი გიორგი ქავთარაძე სენაკში მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები