თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი შუალედური დასკვნის შედეგებს ასაჯაროებს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგები ცნობილია.

მისი თქმით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში, ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ტოქსიკური ნივთიერება აღმოჩენილი არ არის.

„ეს არის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში, კუჭში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაწლავში თირკმელში არ არის არანაირი ალკოჰოლი, არ არის არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება, ფსიქოაქტიური ნივთიერება, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან სხვა ნივთიერების კვალი. არის ანთების საწინააღმდეგო სხვადასხვა აბები, რომელსაც შეიძლება ადამიანი ყოველდღიურად ღებულობდეს”,- განაცხადა ადვოკატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები