ბექა ლილუაშვილი: ხელისუფლების მთავრი პრიორიტეტი ადამიანის ჯანმრთელობა და მოქალაქეებზე ზრუნვაა – ეს ზრუნვა კონკრეტულად ჩვენს მიერ გადადგმულ ღონისძიებებში, ანტიკრიზისული გეგმის სახით გამოიხატა
“დღეს გაეროს ბავშვთა ფონდმა საზოგადოებას კვლევის შედეგები წარუდგინა. აღნიშნული კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული. რაც შეეხება კვლევას და კვლევის შინაარსს, ბუნებრივია კვლევა ასახავს COVID 19-ის გავლენას ზოგად სიღარიბეს და ბავშვთა სიღარიბეზე, ახდენს მის შეფასებას და ეს შეფასება განიხილება სხვადასხვა სცენარებში, ანუ მსუბუქი შოკიდან დაწყებული ძალიან მძიმე ეკონომიკური შოკით დამთავრებული. შესაბამისად, შეფასება მდგომარეობის დინამიკის, ანუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სიღარიბის მაჩვენებლები და თეორიულად რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას და რომელია ამ ნაბიჯებიდან მნიშვნელოვანი სიღარიბის შესაკავებლად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
“ეს არის ინფორმაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისთვის, რომ დაგეგმოს პოლიტიკის ღონისძიებები, თუმცა ჩვენ, როგორც თავიდანვე ვამბობდით ჩვენთვის პირველ რიგში, მთავარი პრიორიტეტი ადამიანის ჯანმრთელობა, შემდეგ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და ეს ზრუნვა კონკრეტულად გამოიხატა ჩვენს მიერ გადადგმულ ღონისძიებებში ანტიკრიზისული გეგმის სახით. რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს ეკონომიკური კრიზისი და ზოგადად საერთაშორისო ეკონომიკური გამოწვევები იზრდება, ყველაზე ნეგატიური შედეგი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს ეს არის სიღარიბის ზრდა და შესაბამისად, თითოეული ის ღონისძიება, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, მოსახლეობის მხარდასაჭერად ითვალისწინებდა სწორედ საბოლოო შედეგში სიღარიბის შეზღუდვას. კვლევის ერთ-ერთი ნაწილი იყო ამ ღონისძიებების შეფასება, სადაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ ღონისძიებებს ჰქონდა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, საერთო ჯამში მნიშვნელოვანი ეფექტი სიღარიბის შეზღუდვაზე და არამხოლოდ შეზღუდვაზე, მაგალითად 18 წლამდე ბავშვთა დახმარება ამ მოდელში არის ღონისძიება, რომელიც, როგორც შედეგი აჩვენებს, რომ მას შეუძლია როგორც ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლების შემცირება, ასევე ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლების შემცირება საბაზისო მაჩვენებელზე დაბლა”, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.