ნათია თურნავა: UNICEF-ის დასკვნა კიდევ ერთი დასტურია, რომ სწორი მიმართულებით ვახორციელებთ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას

„იუნისეფის დასკვნა კიდევ ერთი დასტურია, რომ სწორი მიმართულებით ვახორციელებთ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, განსაკუთრებით პანდემიის დროს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ UNICEF-ის კვლევის შესახებ კომენტარისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ჩვენმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა, მათ შორის მოსახლეობის, სოციალურად დაუცველთან და ბავშვების დახმარებამ გამოიღო შედეგი და მიუხედავად უდიდესი გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგას არამხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო – ეს არის სიღარიბის ზრდა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ამ პერიოდში პირიქით, ბავშვებთან დაკავშირებული ყველა პარამეტრი გაუმჯობესებული გვაქვს”,- აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნოისათვის, ბგაერო-ს ბავშვთა ფონდმა მოსახლეობისა და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკროსიმულაციის მოდელის ანგარიში წარადგინა. UNICEF-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები