შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნისთვის სასამართლოზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
მისივე თქმით, ზ.ხ. 4 დღეა შიმშილობს.
,,იცით, რომ ზ.ხ. 4 დღეა შიმშილობს. როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მითხრა, რომ თავბრუსხვევა აქვს და ვერ შეძლებს პროცესზე მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პირველადი დახმარება გაეწევა, რის შემდგომაც მიიღება გადაწყვეტილება ექნება თუ არა პროცესის გაგრძელების საშუალება. დაველოდებით, რას გვეტყვიან ექიმები და რამდენად შეძლებს მონაწილეობის მიღებას. ზ.ხ.-ს სურვილი აქვს, რომ მიიღოს პროცესში მონაწილეობა, თუმცა ვნახოთ, რამდენად მოგვცემს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას”,- განაცხადა ადვოკატმა.