რუსთავში ქვეითთა გადასასვლელზე ავტომობილი ქალს და 2 წლამდე ბავშვს დაეჯახა

 

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე ქვეითთა გადასასვლელზე “მინი კუპერის” მარკის ავტომობილი ქალს და 2 წლამდე ბავშვს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები