პროკურორი: გურამ ამირხანაშვილის და ერთერთი თანამშრომლის თითქოსდა სატელეფონო მიმოწერა, მორიგი ინსცენირებული სიცრუეა
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ერთერთი ტელეკომპანიის მიერ, გავრცელებული თითქოსდა გურამ ამირხანაშვილის და ერთერთი თანამშრომლის სატელეფონო მიმოწერა მორიგი ინსცენირებული სიცრუეა.
მისივე თქმით, აღნიშნული გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას ემსახურება.
„ტელეფონთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, არის მორიგი ინსცენირებული სიცრუე, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და რა თქმა უნდა, ეს მიმოწერა არ ეკუთვნის გურამ ამირხანაშვილს. აღნიშნული ემსახურება გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას და მოწმეზე ზეწოლას. მოხდება აღნიშნული ტელეფონის ამოღება და ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც დაადგენს თუ ვის მიერ იქნა აღნიშნული მიმოწერები განხორციელებული, ვის ეკუთვნოდა აღნიშნული ტელეფონი და ა.შ. ის პირები, ვინც იდგნენ ამ ყველაფრის უკან, დადგინდება და მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, -განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, საუბარი ეხება “მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს.