ბიძინა ივანიშვილის ოჯახი აბასთუმანში მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მშენებლობას დააფინანსებს
„ბიძინა ივანიშვილის ოჯახი აბასთუმანში მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მშენებლობას დააფინანსებს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „საპატრიარქოს უწყებანის” “ფეისბუქ-გვერდზე” ვრცელდება.
„2020 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრისთვის განკუთვნილი ადგილი. ამ ტერიტორიაზე ტაძართან ერთად იგეგმება სამრეკლოსა და ტაძრისათვის აუცილებელი სხვა ნაგებობების აშენებაც. მეუფე თეოდორე და მონასტრის დედები მადლიერებით აღნიშნავენ, რომ მშენებლობას დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
25 წლის განმავლობაში, ფონდი „ქართუს” დაფინანსებით 900-მდე ეკლესია-მონასტერს ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მხოლოდ წელს, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 87 ეკლესია-მონასტერში მიმდინარეობს.