თამარ მოლაშვილი ლია მუხაშავრიას მიმართავს: ეს ის კოტე კემულარიაა, რომლის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეობის დროს ხდებოდა უამრავი უდანაშაულო ადამიანის აღმკვეთი ღონისძიების გაფორმება

დავით ჭიჭინაძის პარტიაში ადვოკატ ლია მუხაშავრიას გაწევრიანებას ჟურნალისტი თამარ მოლაშვილი სოციალურ ქსელში ღია წერილით ეხმიანება.

„ღია წერილი ლია მუხაშავრიას! სირცხვილია ლია! ჩემი დამოკიდებულება შენდამი, მე ვფიქრობ, კარგად იცი. მით უმეტეს ჩვენ ძალიან დიდი საერთო გვაქვს და პატივისცემის მეტი არასოდეს გიგრძვნია. გაოგნებული დავრჩი რამდენიმე დღის უკან დავით ჭიჭინაძის პარტიაში გაწევრიანების გამო. გვერდს კოტე კემულარია გიმშვენებდა. საუბარი, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვას შეეხებოდა. საოცრებააააა. სამწუხაროდ, ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი სწორედ მის თავმჯდომარეობას უკავშირდება. სულხან მოლაშვილის სასამართლო პროცესები.

თითქმის ყველა პროცესს ვესწრებოდი. სწორედ მისი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარობის პერიოდში აწამებდნენ სასტიკად სულხანს. ამ დროს სულხანი უკვე სასამართლოს ერიცხებოდა, გამოჰქონდათ უამრავი ბინძური განაჩენი. მათ შორის, უზენაეს სასამართლოს. „ნაცებმა” კარგად გამოიყენეს კემულარია, გააკეთებინეს უბინძურესი საქმეები და მოისროლეს. ნუთუ ერთხელ მაინც ვერ გაიხსენა შენმა გონებამ, რომ ეს ის კოტე კემულარიაა, რომლის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეობის დროს ხდებოდა უამრავი უდანაშაულო ადამიანის აღმკვეთი ღონისძიების გაფორმება. შემდეგ კი სასამართლოს დაქვემდებარებაში მყოფი უამრავი პატიმრის სასტიკი წამება. კოტე კემულარია ივნისიდან 2005 წლის თებერვლამდე სააკაშვილის გამგელებული მოსვლის და ყოფნის პერიოდში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. რომელ ადამიანის უფლელების დაცვაზე მელაპარაკები? თურმე ყველაფერი ფარისევლობა ყოფილა. დანარჩენს გზა-გზა შეგეხმიანები. პატივისცემით თამარ მოლაშვილი” – წერს თამარ მოლაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები