თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: ხვალ გავდივართ შემთხვევის ადგილზე, სადაც ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს

„დღეს მოხდა მშობლებისთვის დნმ-ის აღება, ამავდროულად დაიგეგმა ხვალინდელი დღე. ხვალ გავდივართ შემთხვევის ადგილზე, სადაც ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს”,- ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქმის არსებითი გაცნობა იწყება, ჩატარდება ბევრი ექსპერიმენტი და ყველა დეტალს დიდი ყურადღება მიექცევა.

„დღეს მოხდა მშობლებისთვის დნმ-ის აღება, ამავდროულად დაიგეგმა ხვალინდელი დღე. ხვალ გავდივართ შემთხვევის ადგილზე, სადაც ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს და დღის განმავლობაში, როგორც ექსპერიმენტი დაიწყება, აგრეთვე ვბრუნდებით ქალაქის პროკურატურაში, სადაც მოხდება, როგორც სათვალთვალო კამერების გარკვეული ჩანაწერების ნახვა, ასევე საქმის მასალების გაცნობა. ყოველი შემთხვევისთვის, უკვე იწყება საქმის მასალების გაცნობა, ექსპერიმენტები ჩატარდება ინტენსიურად და ყველაფერს მიექცევა ძალიან დიდი ყურადღება. იწყება 24 საათიანი რეჟიმი, რადგან ერთი თვე იყო სიტყვიერი საუბარი, ამ ერთი თვის მანძილზე რა ზიანიც მიადგა გამოძიებას, პასუხისმგებლობაც მაგათზე იქნება”,-განაცხადა რამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები