“სითი მოლი საბურთალო” სავაჭრო ცენტრის სივრცეში მდებარე ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ტერიტორიაზე, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
“სითი მოლი საბურთალო” სავაჭრო ცენტრის სივრცეში მდებარე ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ტერიტორიაზე, გვიან ღამით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“, რომელიც მდებარეობს ვაჟა-ფშაველას N70 / ქავთარაძის N1 – ავრცელებს საპასუხო განცხადებას, სავაჭრო ცენტრის სივრცეში მდებარე ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ტერიტორიაზე, გვიან ღამით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“-ს სივრცეში, მუდმივად ხორციელდება ტექნიკური კონტროლი სავაჭრო ცენტრის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლების მიერ.
ერთ-ერთი ასეთი საათობრივი შემოწმებისას „სითი მოლი საბურთალო“-ს არსებულ ნაწილში, ჰიპერმარკეტ „გუდვილი“-ს სივრცეში, შემჩნეულ იქნა გაზის სუნი, რის შედეგადაც გუდვილისა და სითი მოლის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, დაუყოვნებლივ მოხდა სივრცეში ტექნიკური დანადგარების გათიშვა, პარალელურად კი, დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად ობიექტზე გამოძახებულ იქნა შესაბამისი სამსახური.
შეტყობინების საფუძველზე, „თბილისი ენერჯი“-ს მიერ, უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ობიექტს დროებით შეეზღუდა გაზმომარაგება.
„სითი მოლი საბურთალო“-ს ადმინისტრაციამ მიმართა სს „გუდვილს”, რომელმაც უკვე განახორციელა შიდა მოკვლევა და უკვე დაიწყო ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება.
„სითი მოლი საბურთალო“ აცხადებს, რომ არ არსებობს მღელვარების საფუძველი”,- ნათქვამია განცხადებაში.