ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. შს მინისტრის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, იგორ ნანიევი არ დაშავებულა.
მათივე ცნობით, მანქანის მიმართულებით სამჯერ გაისროლეს, რა დროსაც ერთი ტყვია მანქანის კარს მოხვდა.