გახარია: ნინო ლაცაბიძე რუსთავის ღირსეული წარმომადგენელი იქნება საკანონმდებლო ორგანოში

ნინო ლაცაბიძე იქნება რუსთავის ღირსეული წარმომადგენელი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, მაჟრიტარობის კანდიდატი რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში ახლაც აქტიურად არის ჩართული.
“დარწმუნებული ვარ, რომ ნინო ლაცაბიძე იქნება რუსთავის ღირსეული წარმომადგენელი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მარტივი მიზეზის გამო, ჯერ კიდევ საკრებულოში შრომობს და მუშაობს, მაგრამ უკვე რუსთავის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულია. ეს ადამიანი იქნება უაღრესად ეფექტური და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის ღონისძიება რუსთავის პარკში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები