პოლიტიკურმა მოძრაობა “ლელომ” აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პოლიტიკურმა მოძრაობამ “ლელო საქართველოსთვის” აჭარაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად ,,ლელოდან” ირაკლი კუპრაძე იბრძოლებს, მაღალმთიან აჭარაში-ხელვაჩაური, ქედა, შუახევსა და ხულოში – ჯამბულ ხოზრევანიძე. ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში პაატა ცივაძე იყრის ჯენჭს.
რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატების სიას მამუკა ხაზარაძემ ბათუმში ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატად გენადი თებიძე, ხოლო მაღალმთიან აჭარაში – მერაბ აბაშიძე წარადგინა.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები განსხვავებული პრინციპით 120/30-ზე ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები