პენიტენციური სამსახური: სიყალბეა “მთავარი არხის” ინფორმაცია თითქოს, ბელარუსიიდან საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ექსტრადიცია განხორციელდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ტელეკომპანია “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, მორიგი სიცრუეა თითქოს, პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე “ლავასოღლის” ექსტრადიცია განხორციელდა.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს 2020 წლის 16 აგვისტოს ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა მთავარი აქცენტების წამყვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გუშინ საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე “ლავასოღლის” ექსტრადიცია განხორციელდა. ეს არის მორიგი სიცრუე, რასაც ზემოთხსენებული სატელევიზიო არხი ავრცელებს იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს”,-აღნიშნულია განცხადებაში.