“ვფიქრობთ, რომ ის, რაც დღეს “მთავარმა არხმა” იკადრა, არის შეურაცხყოფა სვანების” – მესტიის მერია

მესტიის მერია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეპიდვითარების გამო ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში საკვები პროდუქტის დეფიციტია, ეხმაურება.
ინფორმაციაში, რომელიც მესტიის მერიამ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ლენჯერის თემის ყველა ოჯახისთვის პროდუქტის მიწოდება აქტიურად ხორციელდება და ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაშია, რათა მათი ნებისმიერი საჭიროება დააკმაყოფილონ.
“მოსახლეობის საყურადღებოდ !

ვფიქრობთ, რომ ის რაც დღეს მთავარმა არხმა იკადრა, არის შეურაცხყოფა სვანების, ამ კუთხის და თითოეული იმ ადამიანის, ვინც ჩვენთან ტურისტული მიზნით ჩამოვიდა.
ფეიკ ნიუსების ქარხანა არ ჩერდება.

დღეს მიმდინარეობს ლენჯერის თემის ყველა ოჯახისთვის პროდუქტის მიწოდება, თითოეულ ადამიანთან კონტაქტზე ვართ ინდივიდუალურად, წარმომადგენლების მეშვეობით და ყველას საჭიროებას მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ.

პარალელურ რეალობაში გვარამია უყვება ხალხს, თითქოს აქ კრიზისია და გამოსვლები იწყება. ისევ კორონას მხარეს დგას, რაც უტყუარი ნიშანია, რომ მარცხისთვის განწირულია. “,- ნათქვამია მესტიის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები