თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: უკვე, პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ არანაირ თვითმკვლელობაზე საუბარი აღარ არის

“მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ 5 დღე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი თეთრიწყაროს ტყესთან არ მდგარა”,- ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

რამიშვილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

„შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ 5 დღე ავტომობილი იქ არ მდგარა. აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც მართლა ივაჟკაცა და სამი დღის ჩანაწერი გააკეთა თუ რა დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილდება, ამ ნახირს თავისი მწყემსი ჰყავს, თავის დამცველი ძაღლი ჰყავს და შემიძლია, გითხრათ, რომ იქ ავტომობილი არ დგას, არ იქნებოდა იქ 5 დღის განმავლობაში და ამას კიდევ ტელევიზიების, დრონების მიერ გადაღებული ფაქტებიც ადასტურებს.

უკვე, მე პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ არანაირ თვითმკვლელობაზე საუბარი აღარ არის”,- განაცხადა რამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები