ბაჩალიაშვილის დედა: ვენდობი ირაკლი შოთაძეს, ამ ეტაპზე, კმაყოფილი ვარ
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, ის ამ ეტაპზე გამოძიებით კმაყოფილია და გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ენდობა.
„კარგი შეხვედრა იყო და კმაყოფილი ვარ. ვენდობი ბატონ ირაკლი შოთაძეს, ყველაფერზე გექნებათ პასუხიო”, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა მისთვის დასმული შეკითხვების გამო, რომელიც დაზარალებულ მხარეს არაეთიკურად მიაჩნია, ბოდიში მოიხადა.
„პოსტი არ დაუტოვებია, მაგრამ ჩვენი საქმიდან გაყვანილია. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, ასე მითხრეს. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.